წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს,  მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა  ერთი პირი  დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.