ძლიერი წვიმის გამო ვანის მუნიციპალიტეტში მეწყრული კერები გააქტიურდა

ძლიერი წვიმის გამო იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში მეწყრული კერები გააქტიურდა.
ადიდდა მდინარე ყუმური, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სოფელ უხუდში კი მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო დაზიანდა საავტომობილო გზა.