ცნობილი კინორეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა

ცნობილი კინორეჟისორი მარლენ ხუციევი, დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მარლენ ხუციევი დაიბადა თბილისში 1925 წელს. 1952 წელს დაამთავრა
დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი .

მარლენ ხუციევის ყველაზე ცნობილი ფილმებია : “გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე”, სწორედ მარლენ ხუციევმა ფილმისთვის „ორი ფიოდორი“ ანდრეი ტარკოვსკის მიერ შეთავაზებულ ვასილ შუკშინში დაინახა ის გმირი, რამაც დაუფიქრებლად მიაღებინა გადაწყვეტილება და შუკშინი ფილმში გადასაღებად მიიწვია.

მარლენ ხუციევი მრავალი ჯილდოს მფლობელია.

ცნობილია, რომ როდესაც მარლენ ხუციევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აჯილდოებდა, მან სიტყვა მოითხოვა და განაცხადა, რომ „საქართველო და რუსეთი — ორივე მისი სამშობლოა, მისი გულისტკივილი და რომ მისი გული ორივეს ეკუთვნის“…

">