ციმბირში აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია რუსეთის უდიდეს ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოში

Telegram-ის რამდენიმე არხი 26 აგვისტოს იუწყება, რომ მასშტაბური აფეთქება მოხდა ს უდიდეს ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოში, რომელიც მდებარეობს ს ქალაქ ომსკში – და რომ აფეთქებამ საწარმოში ხანძარი გამოიწვია.
ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია სქელი კვამლი Gazpromneft-ONPZ-ის საწარმოს თავზე.
საწარმოს ადმინისტრაციამ დაადასტურა გავრცელებული ცნობები და განაცხადა, რომ ხანძარი კონტროლს დაუქვემდებარეს.
რუსეთის დასავლეთის რეგიონებში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო იანვრის შემდეგ გახდა უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმის სამიზნე. უკრაინის აღმოსავლეთის საზღვრიდან ომსკამდე მანძილი 2000 კილომეტრზე მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს