„ცეცხლით მოვათვინიერებთ ფსიქიკურად აშლილ გამოჩერჩეტებულ ამერიკელს“

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკაცრ კრიტიკას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ტრამპის მიერ გაეროში გაკეთებულმა განცხადებებმა ის კიდევ უფრო დაარწმუნა ბირთვული პროგრამის საჭიროებაში. კიმ ჩენ ინმა განცხადება სახელმწიფოს ტელევიზიის ეთერში გააკეთა, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპი პასუხს აგებს გაეროში გაკეთებული განცხადებების გამო.

„აუცილებლად ცეცხლით მოვათვინიერებთ ფსიქიკურად აშლილ გამოჩერჩეტებულ ამერიკელს“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი თქმით, არაა გამორიცხული ჩრდილოეთ კორეაწყალბადის ბომბი გამოსცადოს წყნარ ოკეანეში.

 

">