ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ჯონ დიპიროს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის იყო. მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება.

გიორგი კალანდარიშვილმა IRI-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. ასევე ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების, ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და ამომრჩეველთა განათლების საკითხებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობისა და სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის საკითხები. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს სადამკვირვებლო მისიასთან. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენთვის, ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს

მეუფე ნიკოლოზი – ვის აირჩევს ადამიანი, აქ რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს