ცესკოს თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
ოფიციალური გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა პარლამენტის იყო. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული, მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის, აგრეთვე საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლების საკითხების შესახებ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს არჩევნების საერთაშორისო ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინსტიტუციის წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრა 18 ივლისს ცესკოში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ