ცესკომ რუსთავში მერობის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

წინასწარი მონაცემებით, რუსთავში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ირაკლი ტაბაღუამ გაიმარჯვა.

ამასთან, ათივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.

რუსთავში სულ 84 საარჩევნო უბანი და 3 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, ამომრჩეველთა საეთო რაოდენობა 104 241, ამომრჩეველთა აქტივობამ კი 38,66 % შეადგინა.

">