ცეესკომ საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო ნომრები განუსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცეესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები, რითაც მათ  წინა არჩევნებზე მიიღეს მონაწილეობა.

წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 15 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭათ:

№4 – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“

№9 – „მემარცხენე ალიანსი“

№11 – „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“

№13 – „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“

№14 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№18 – „ტრადიციონალისტები“

№20 – „შენების მოძრაობა“

№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

№27 – ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“

№29 – „ახალი მემარჯვენეები“

№31 – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”

№34 – “მამულიშვილთა ორდენი სამშობლო”

№37 – „სოციალისტური საქართველო – კომუნისტები“

№38 – ბლოკი “სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”

№39 – „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით(წილისყრაში მონაწილეობის გარეშე) განესაზღვრათ:

№1 – “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”

№2 – საარჩევნო  ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო”

№3 – ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“

№5 – ბლოკი”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

№6 – “რესპუბლიკური პარტია”

№7 – “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”

№8 – “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

№10 – “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”

№12 – “საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები”

№15 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“

№17 – „საქართველო“

№22 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება“

№28 – “ზვიადის გზა უფლის სახელით (“სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე)”

№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

№42 – საინიციატივო ჯგუფი – მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი

">