ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები სულ უფრო სახიფათო ხდება

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები სულ უფრო სახიფათო ხდება. წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ ფხენიანი ამტკიცებს, რომ მას ბირთვული იარაღის ბალისტიკურ რაკეტებზე დამონტაჟება შეუძლია. პასუხად ვაშინგტონი სანქციებს აფართოებს. გაერო-ს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის მიერ ფხენიანის მისამართით გაკეთებულ მწვავე განცხადებებს კიმ ჩენ ინი ომის გამოცხადებად აფასებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აშშ -ს ყველაზე მკაცრი საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება და წყნარ ოკეანეში წყალბადის ბომბის გამოცდას არ გამორიცხავს .კიმ ჩენ ინის განრისხება ვაშინგტონის მიერ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესებამ და გაეროს გენერალურ ანსაბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლამ გამოიწვია .

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპის სიტყვას ომის გამოცხადებად და ფხენიანის ბირთვული პროგრამის სწორად განვითარებად აფასებს . მის განცხადებას სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი აჟღერებს.

 

 

„ მე ცეცხლით აუცილებლად მოვარჯულებ ამ ფსიქიურად გაუწონასწორებელ და დაჩაჩანაკებულ მოხუცს ამერიკიდან „ – კიმ ჩენ ინი 

კიმ ჩენ ინს სოციალურ ქსელში ეხმაურება პრეზიდენტი დონალდ ტრამპი – „კიმ ჩენ ინს ჩრდილოეთ კორეიდან , რომელიც ცხადია შეშლილი ადამიანია , ვისაც არ ადარდებს მისი ხალხის შიმშილი და მკვლელობები , არ ნახული გამოცდები ელის „ 

21 სექტემბერს დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა ფხენიანისთვის სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას , რომლის თანახმადაც სხვადასხა კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს , რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებენ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ .

ერთი დღით ადრე კი გაეროს გენერალურ ანსაბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა , რომ აშშ დიდი მოთმინებით აკვირდებოდა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს , რომელიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება.

„ თუ ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვრჩება აშშ იძულებული იქნება გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი , ადამიანმა რაკეტამ ფაქტობრივად თვითმკვლელობის განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს „ – დონალდ ტრამპი

მორიგი ბირთვული გამოცდის წინააღმდეგ გამოდის ჩინეთი და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს . ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს , რომ ჩინეთი ასრულებს ყველა სასანქციო მოთხოვნას , რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუციით არის გათვალისწინებული .

„ ვითარება ნახევარ კუნძულზე ძალიან რთული და სენსიტიურია , ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს ამ ვითარების შემსუფუქებაზე იზრუნოს და არ გააღიზიანონ ერთმანეთი .ჩინეთი ყოველთვის წინააღმდეგი იყო უშიშროების საბჭოს ფორმატს გარეთ ცალმხირივი სანქციების „ – ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალური წარმომადგენელი

ოფიციალური ფხენიანის ქმედებები და გამონათქვამები მიუღებლად და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის პროვოვოკაციულად მიაჩნია იაპონია .ფხენიანს პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს მისი სამხრეთელი მეზობელი და მოლაპარაკებების ფორმატს სთავაზობს , პარალელურად კი ძალის დემონსტრირების მიზნით აშშ-სთან ერთად სეულიდან 120 კილომეტრში რეალური ცეცხლის გამოყენებით სამხედრო წვრთნებს მართავს .

ჩრდილოეთ კორეამ დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს უგუნური პროვოკაციები , რომელსაც იზოლაციამდე მიჰყავს , პრობლემის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად ბირთვული განიარაღების დიალოგის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს არჩევანი „

აშშ-მ ჩრდილოეთ კორეასანქციები პირველად 2016 წლის თებერვალში დაუწესა. მიმდინარე წლის ივლისში კი ვაშინგტონმა საკუთარ მოქალაქეებს პირველი სექტემბრიდან ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრების უფლება შეუზღუდა , მიზეზი ამერიკელი სტუდენტის გარდაცვალება გახდა , რომელიც ფხენიანს ერთი წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდა .ის სამშობლოში კომატოზურ მდგომარეობაში დაბრუნდა და რამდენიმე დრეში გარდაიცვალა .

">