“ჩრდილოეთ კორეა დიდხანს ვერ გასტანს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის კომენტირებისას Twitter-ზე დაწერა, რომ თუკი მინისტრი თავისი ქვეყნის სახელით ლაპარაკობს, მაშიბ ჩრდილოეთ კორეა დიდხანს აღარ იარსებებს.

„მოვისმინე გაეროში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა. თუკი ის რაკეტიანი ჯუჯას აზრებს გამოხატავს, მაშინ დიდხანს ვერ გაატანენ,“- დაწერა ტრამპმა. 

მანამდე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ლი იენ ხო ამერიკას კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა. მინისტრის განცხადებით, ტრამპი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანია, რომელსაც განდიდების მანია აწუხებს. მან ასევე დასძინა, რომ ორი ქვეყნის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში თუკი უდანაშაულო ამერიკელეი დაიღუპებიან, ამაზე პასუხისმგებლობა დონალდ ტრამპს დაეკისრება

 

 

 

 

გუშინ 23 სექტემბერს პენტაგონის განცხადებით, ამერიკულმა ბომბდამშენებმა (B-1B) ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად ჩაიფრინეს.

“ეს ნაბიჯი გადაიდგა ვაშინგტონის ძალის წარმოსაჩენად და ასევე ხაზის გასასმელად, რომ ტრამპი ნებისმიერ საშიშროებაზე გამარჯვების ვერსიას განიხილავს”, – განაცხადა პრესმდივანმა დანა უიტმა. 

 

პენტაგონის წარმომადგნელის განცხადებით, ბომბდამშენები ყველაზე შორეულ დემილიტარიზებულ ზონაში გამოჩნდნენ.

დემილიტარიზებული ზონა ეს არის ტერიტორია, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ნახვარკუნძულზე ერთმანეთისგან ყოფს. ის 1953 წელს, შეთანხმების მიღწევით შეიქმნა, რის შედეგადაც, კორეის ომი დასრულდა.აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ასამბლეაზე გამოსვლამდე, რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა

">