ჩინეთი “შეშფოთებულია” ცნობით, რომელიც ამერიკის ბირთვული სტრატეგიის შესაძლო ცვლილებას ეხება

დღეს, 21 აგვისტოს, პეკინმა განაცხადა, რომ ის “სერიოზულადაა შეშფოთებული” გავრცელებული ცნობით, რომელიც შეერთებული შტატების ბირთვული სტრატეგიის ე.წ. საიდუმლო გეგმის დამტკიცებას ეხება. ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონმა რამდენადმე შეცვალა ბირთვული სტრატეგია და ფოკუსმა დან, შედარებით უფრო ჩინეთისკენ გადაინაცვლა.
ერთი დღით ადრე, 20 აგვისტოს, გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტ ს ხელმძღვანელობით, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული გზამკვლევი შეიმუშავა. საუბარია ძალზე გასაიდუმლოებულ დოკუმენტზე, რომლითაც შეერთებული შტატები, პოტენციური ბირთვული კონფლიქტის დროს იხელმძღვანელებს. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამერიკა აქცენტს რუსეთთან ერთად ჩინეთზე და ჩრდილოეთ კორეაზეც აკეთებს.
“ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, აღნიშნული დოკუმენტის განახლება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. წლევანდელ განახლებაში საუბარია ჩინეთის ბირთვული არსენალის მასშტაბურ ექსპანსიაზე და ის მითითებას აძლევს შეერთებული შტატების ძალებს, მოემზადოს შესაძლო “კოორდინირებული ბირთვული გამოწვევებისთვის” ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, – იუწყება ამერიკული გამოცემა.
ცნობას მალევე გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი. ჩინეთის ხელისუფლება ამბობს, რომ შეშფოთებულია ვაშინგტონის ნაბიჯებით.
„ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული შესაბამისი მოხსენებით და ფაქტები სრულებით ადასტურებს, რომ ბოლო წლებში შეერთებული შტატები გამუდმებით ასტიმულირებს ე.წ. ჩინეთის ბირთვული საფრთხის თეორიას“, – განაცხადა დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა. მან პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად „საბაბების ძებნაში“.
„ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაკეთებულა კრემლში.
შეერთებული შტატების მთავრობას ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მოუწოდებდნენ გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები ჩინეთის ბირთვული გაფართოების წინააღმდეგ. ამერიკის ოფიციალური პირები თავადაც აცხადებდნენ, რომ სი ძინპინის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩინეთში ბირთვული შეიარაღების გაფართოება სწრაფად მოხდა.
2023 წელს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შეფასებით, ჩინეთს სამხედრო არსენალში 500-ზე მეტი ოპერატიული ქობინი ჰქონდა, 2030 წლისთვის კი პენტაგონის მოლოდინით, პეკინს 1 000-ზე მეტი ქობინი ექნება. ეს მაშინ, როცა ამერიკული ორგანიზაციის, შეიარაღებული კონტროლის ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, შეერთებულ შტატებს ჯამში 3 700-ზე მეტი აქტიური ბირთვული ქობინი აქვს მარაგში. ამავე ასოციაციის მონაცემებით, რუსეთს აქვს 4 380 ბირთვული ქობინი.
„ამ რიცხვების გათვალისწინებით, რუსეთის რჩება „მთავარ მამოძრავებლად“ -ის ბირთვული სტრატეგიის მიღმა“, – წერს შეიარაღებული კონტროლის ასოციაციის პრეზიდენტი ჯი კიმბალი სოციალურ ქსელ „ექსზე“. მისი თქმით, “ჩინეთის წინააღმდეგ გეგმის შემუშავება ღრმავდება, როგორც ამას დოკუმენტი აჩვენებს”.
„მიუხედავად ჩინეთის ბირთვული ექსპანსიისა, რუსეთის არსენალი მნიშვნელოვნად აღემატება ჩინურს. სის ამბიციური გეგმის დასრულების შემდეგაც კი. სანამ ეს არ შეიცვლება, აქცენტი დარჩება რუსეთზე“, – ამბობს ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორი ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციაში, ჰანს კრისტენსენი.
ამერკის ოფიციალურმა პირებმა ბოლო პერიოდში ბირთვული იარაღის შესახებ დოკუმენტი საჯაროდ მინიმუმ ორჯერ მოიხსენიეს, თუმცა დოკუმენტის შინარსობრივი განხილვის გარეშე.
ივნისში, პრანი ვადიმ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსმა დირექტორმა, შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელობლობის საკითხებში, თქვა, რომ ახალი გზამკვლევი „ხაზს უსვამს [ჩინეთის ბირთვული არსენალის] ზრდისა და მრავალფეროვნების გათვალისწინების აუცილებლობას”, ისევე როგორც, რუსეთისა და ჩინეთის შეკავების აუცილებლობას ჩრდილოეთ კორეასთან ერთად.
გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ