ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს

აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინეთი შეშფოთებულია ცნობებით იმასთან დაკავშირებით, რომ -მა ბირთვული სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა, რომელიც ჩინეთის ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზეა ორიენტირებული.
„აშშ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს ავრცელებს, სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად გასამართლებელ მიზეზებს ეძებს და ფაქტები ადასტურებს, რომ აშშ ბოლო წლებში ე.წ. ჩინეთის ბირთვული საფრთხის თეორიას მუდმივად აღვივებს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მანამდე New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საიდუმლო ბირთვული სტრატეგიის გეგმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა და მისი მიზანი ჩინეთის, სა და ჩრდილოეთ კორეის შესაძლო კოორდინირებული ბირთვული გამოწვევების წინააღმდეგ აშშ-ის მომზადებაა.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ს მიერ დამტკიცებული ბირთვული სტრატეგიული გეგმა ერთი ქვეყნის ან საფრთხის მიმართ პასუხს არ წარმოადგენს.