ჩვენ შევძელით ის, რაც იყო მნიშვნელოვანი – რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ქართველები აღვიქვამთ მას –

ჩვენ შევძელით ის, რაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ქართველები აღვიქვამთ მას, – აცხადებს კულტურის მინისტრი.
ს თქმითვე, საქართველოს მთავრობამ და კულტურის სამინისტრომ ღირსეულად გაართვეს თავი ფესტივალის “ევროპალია-საქართველო” მაღალ დონეზე ჩატარებას.
“ეს იყო შესანიშნავი აკომპანემენტი ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი პანოპლია კულტურული ღონისძიებებისა, რომელმაც აქაურ ევროპელ მსმენელს, მაყურებელს, დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ქართული კულტურა ერთი მხრივ არის თვითმყოფადი და თავისი ფესვებით ნამდვილად ევროპული კულტურის ქვეყანა. ყველას მინდა ვუთხრა მადლობა და მივულოცო წარმატებით ჩატარებული რამდენიმეთვიანი უმნიშვნელოვანესი ფესტივალი და ერთი-მეორეზე წარმატებული ღონისძიებები.
თუ უფრო სუბიექტურები ვიქნებით, ვიტყვით, რომ 99% პროცენტი, რომელთა ინიციატორიც იყო საქართველოს მთავრობა და კულტურის სამინისტრო, ყველა ჩატარდა ანშლაგით. ჩვენ შევძელით ის, რაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ევროპის დედაქალაქში გვეჩვენებინა საქართველო და მისი კულტურა გვეჩვენებინა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ, ქართველები აღვიქვამთ მას, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი ევროპაში და არ წარმოვჩენილიყავით ისე, როგორც ჩვენ წარმოვუდგენივართ სხვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სცენაზე გვყოლოდნენ ჩვენი ჩოხიანი ღირსეული კაცები, გვყოლოდა მოცეკვავეთა მთელი კოჰორტა, რომელმაც ღირსეულად წარმოადგინა საქართველო. გვყოლოდა ჩვენი ვახტანგ კახიძე, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველო არა მხოლოდ ფოლკლორის, არამედ მაღალი დონის მუსიკის ქვეყანაა. გვყოლოდა აშუღი ნარგილე, რომელიც ერთადერთი ქალია ამ დარგში და მას ეჩვენებინა, რომ ჩვენ ვართ მრავალეროვანი, მრავალეთნიკური კონფესიებით და მათ შორის ჰარმონიული თანაცხოვრების ქვეყანა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“ ბრიუსელში დღეს სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი გამოყენებულია მანიპულაციის და ზეწოლის ინსტრუმენტად, თორემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში სანთლითაც ვერ იპოვით იმის კონსტატაციას, რომ არჩევნებმა საქართველოს ამომრჩევლის ნება არ ასახა

როცა თავად იციან სიმართლე და მაინც აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება — ქვეყანაში რევოლუციური მუხტის გაღვივებას. ბრიუსელის ბიუროკრატია ასე მოქმედებს: დააბრალე სხვას, რასაც თავად აკეთებ

ევროკავშირის ელჩი აღიარებს, რომ გაწევრიანების პროცესი ზაფხულში შეჩერდა – თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, რატომ ატყუებენ საზოგადოებას, თითქოს ყველაფერი საქართველოს ხელშია? გზა ევროპისკენ არ ნიშნავს ბიუროკრატიულ ცინიზმზე ბრმად დამორჩილებას