“ჩვენ არავის ვებრძვით, არც დათოს და არც მის კადრებს ან რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირს”

ჩვენ არავის ვებრძვით, არც დათო ნარმანიას და არც მის კადრებს, ან რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირს, – ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ჩვენ არავის ვებრძვით, არც დათოს და არც მის კადრებს ან რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირგვლივ მყავდეს პროფესიონალი, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანები. მერიაშიც არსებობენ ძლიერი კადრები და ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს, მათი ნიჭი და შესაძლებლობები მოვახმაროთ თბილისს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კადრებზე, რეფორმებსა და სიახლეებზე მალე გახდება ცნობილი.

">