ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად

ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ღირებულებების დასაცავად
მინდა, ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს დაესწრო.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად დგას ერი და ბერი, ერთად დგას ეკლესია და ხელისუფლება და, დღეს, ერთად დგას ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გარშემო.
მინდა, მადლობა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც დააწესა ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენს ქვეყანაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომელიც დღეს მიუძღვებოდა ამ უძვირფასეს მსვლელობას.
კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ერთიანობის მნიშვნელობას. მინდა, მივულოცო ყველას, ვინც შეუერთდა დღევანდელ მსვლელობას, იყო მრავალი ადამიანი, რომელიც დღეს არ იყო მსვლელობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ მსვლელობას და ჩვენ, ასევე, დღეს უნდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ ამ მსვლელობას. ისინიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ სიყვარულით და ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ გაიზიარონ ის ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა. მინდა, მათ და ჩვენს თავსაც ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს მსვლელობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილენი.
ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის. ეს ბრძოლა არ არის იოლი. არიან ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებსა და ფასეულობებს და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა, რომ დედა ეკლესიის მხარდამხარ ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების დასაცავად,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: მომავალი თაობა აუცილებლად დააფასებს დღევანდელ ბრძოლას ოჯახური ღირებულებებისა და ერის იდენტობის შესანარჩუნებლად. ეს ისტორიას დარჩება, როგორც ერისა და ბერის უპრეცედენტო გაერთიანება

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა მათ ხალხი

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიაო

გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: თავისის სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ თითქოს ჩვენ პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით – ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიოდა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ