ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუმ ორი ახალი რეკორდი დაამყარა

H ჯგუფში მასპინძლებმა დამაჯერებელ გამარჯვებებს მიაღწიეს. „ტოტენჰემისა“ და „დორტმუნდის“ შეხვედრაში გუნდებმა სწრაფი გოლები გაცვალეს, რის შემდეგაც, ლონდონელებს მოგება ჰარი კეინის დუბლმა გაუნაღდა.

ასევე, დუბლი შესრულდა „რეალისა“ და „აპოელის“ შეხვედრაში – კრიაშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 106-ე და 107-ე გოლები გაიტანა. კიდევ ერთი გოლი კვიპროსელთა კარში სერხიო რამოსმა შეაგდო.
კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ორი რეკორდი დაამყარა. მას ყველაზე მეტი პენალტი (12) აქვს გატანილი ტურნირზე, გარდა ამისა, 136-ედ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

 

 

 

გარდა ამისა, „რეალმა“ ზედიზედ 72-ე ოფიციალურ მატჩში გაიტანა გოლი და თავისივე რეკორდი გაახანგრძლივა. ბოლოს ზინედინ ზიდანის გუნდმა გოლის გატანა 2016 წლის 26 აპრილს, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში (0:0) ვერ შეძლო.

ტოტენჰემი-დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 ჰეონ-მინ სონი (4), 1:1 იარმოლენკო (11), 2:1 კეინი(15), 3:1 კეინი (60)

რეალი-აპოელი 3:0
გოლები: 1:0 კრიშტიანუ რონალდუ (12), 2:0 კრიშტიანუ რონალდუ (51-პენ), 3:0 სერხიო რამოსი (61)

">