ჩემო მეგობარო, ლევან, სკამს ნუ ჩაეჭიდები – არ გიღირს იმად, რომ, პარტიის მრავალწლიან ისტორიაში, შენი მმართველობა ყველაზე შავი ასოებით შევიდეს – ბესიკ გაზდელიანი ხაბეიშვილს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ გაზდელიანი აცხადებს, რომ დღეს, “ნაციონალურ მოძრაობაში” ვითარების გამოსწორების მიზნით, ერთადერთი გამოსავალი მოქმედი თავმჯდომარის გადადგომაა. როგორც ის აცხადებს, სწორედ ლევან ხაბეიშვილის არასწორმა მმართველობამ ადამიანები პარტიიდან გარიყა.
“ერთობა ყოველთვის იყო უნიკალური ფორმულა იმისთვის, რომ მიგვეღწია წარმატებებისთვის. “ნაციონალური მოძრაობა” თუ ოდესმე ძლიერი ყოფილა, სწორედ ამ ერთობის პერიოდში იყო. სამწუხაროდ, შიდა არჩევნების შემდეგ, ყველაზე მეტად თუ რამე დაზიანდა, სწორედ ეს ერთობა იყო. ჩვენი აზრით და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, ერთადერთი გამოსავალი, მოქმედი თავმჯდომარის გადადგომაა. ლევან ხაბეიშვილს მივმართავ: ჩემო მეგობარო, შენთან ერთად, გვიბრძოლია კიდეც, გვიმეგობრია კიდეც და ბევრი საერთო გვქონია. მე არ ვიცი, შენთვის როგორ, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” ჩვენი ოჯახია. ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებმაც მხრებით მოვიტანეთ დღემდე “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს, ეს ადამიანები, შენმა არასწორმა მმართველობამ სრულიად გარიყა პარტიიდან. ჩემი მოწოდებაა შენ მიმართ და რჩევაა, ჩემო მეგობარო, ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები. არ გიღირს იმად, რომ, პარტიის მრავალწლიან ისტორიაში, შენი მმართველობა ყველაზე შავი ასოებით შევიდეს. ამიტომ, მოგიწოდებთ ლევან, რომ გადადგე თანამდებობიდან”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით

პრემიერი ლოურენს უილკერსონის განცხადებაზე – კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით