“ჩემი წინადადება კვლავ ძალაშია” – პოროშენკო დეპუტატებს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას მოუწოდა დღის წესრიგიდან ამოიღონ ძველი კანონპროექტი “ანტიკორუფციული სასამართლოების შესახებ”.

უკრაინის პრეზიდენტმა, ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ  Facebook გააკეთა.

მისივე განცხადებით, ხვალ გახდება ზუსტად ერთი თვე, რაც მან დეპუტატებს წინადადებით მიმართა, რათა მათ დააჩქარონ  უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის პროცესი.

“ჩემი წინადადება კვლავ ძალაშია. მაგრამ, თუ მომავალი კვირის დასაწყისში პროგრესს ვერ დავინახავ, 10 დღის განმავლობაში თავად მოვამზადებ და წარმოვადგენ შესაბამის კანონპროექტს”, გააფრთხილა დეპუტატები უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკომ ურჩია დეპუტატებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მოუსმინონ.

ცნობისათვის, სექტემბერში უკრაინის სახელმწიფო სახაზინო სამსახურმა დაადასტურა, რომ  უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საკუთრებაში არსებული თანხები (დაახლოებით, 2 მილიარდი გრივნა) სახელმწიფოს ამჟამინდელი ხელმძღვანელის, პეტრო პოროშენკოს მეგობრებისთვის დახარჯა.