შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა. მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიცია შსს-ს უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, რომელიც ყოველთვის იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძესაპატრულო პოლიციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს.  სხვადასხვა დროს იგი იყო საპატრულო პოლიციის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, ამავე სამმართველოს ათეულის მეთაური. შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი. კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე. თბილისის სახაზინო-საპატრულო სამმართველოს ოცეულის მეთაური, ამავე სამმართველოს ასეულის მეთაური. ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახაზინო საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი.

2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპრაძე იკავებდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

">