შს მინისტრად გიორგი გახარია ინიშნება

პრემიერის მიერ წარდგენილი ცვლილებების თანახმად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარია დაინიშენბა, რომელიც ამჟამად ეკონომიკის მინისტრის პოსტსაც იკავებს. ასევე, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.

ასევე, კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტს გადაეგზავნება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

">