შსს ქართული ვებგვერდების მიერ მომხმარებელთა კომპიუტერების დაუკითხავად გამოყენების ფაქტს სწავლობს

ზოგიერთი ქართული ვებგვერდის მიერ კომპიუტერებისა და მათი სიმძლავრეების კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის, მომხმარებლის თანხმობის გარეშე გამოყენებასთან დაკავშირებით, News.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია და მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

News.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებით ინფორმაციის მიღებისთანავე, დეტალებს გაცნობებთ.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ქართული ვებგვერდი, მათ შორის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტალი – adjara.com, მომხმარებლის (ნებისმიერი ვინც ამ ვებგვერდს ესტუმრებოდა) კომპიუტერებს და მათ სიმძლავრეებს კრიპტოვალუტის (ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვ.) გამომუშავებისთვის, ფარულად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე იყენებდა.

 

/</a></iframe>