შსს: მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათი ცნობით,  1979 წელს დაბადებული ა.ა., განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.