შსს თბილისის აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ნიუს.ჯი-ს შსს-ში განუცხადეს:

„112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“.- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო .