შსს: აეროპორტში ევაკუაცია ცრუ შეტყობინების გამო გამოცხადდა

შსს ცნობით, 112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ შესაბამისი მოქმედებების განხორციელება დაიწყო, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ აეროპორტში ევაკუაცია ცრუ შეტყობინების გამო გამოცხადდა.

ნიუს.ჯი-ის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას ნიშნავს.

ცოტახნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ:

„112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“.