„შპარგალკის“ გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

ახალციხის საგამოცდო ცენტრში პროფესიული უნარების გამოცდაზე ერთ–ერთმასწავლებელს დამხმარე მასალა აღმოაჩნდა. ამის გამო მას საგამოცდო აუდიტორია დაატოვებინეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

რეგისტრირებული 375 მასწავლებლიდან გამოცდაზე 161 არ გამოცხადდა. ერთიგამოცდიდან მოხსნეს.

“დაახლოებით 13:00 საათისთვის დაფიქსირდა დარღვევა, მასწავლებელს დამხმარე მასალა, ე.წ. შპარგალკა აღმოაჩნდა, ამის გამო იგი გამოცდიდან გავუშვით”, – ამბობს ახალციხის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი გელა ინასარიძე.