შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ვაჟა კაციაშვილი მოკლეს. როგორც ირკვევა სასიკვდილო ჭრილობა მას ყელის არეში ცივი იარაღით  აქვს მიყენებული. შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს გარდაცვლილის მეგობარი,  სოსო გურგენიშვილი. გამოძიების ამ ეტაპზე კაციაშვილის მკვლელობაში სწორედ მას ედება ბრალი.

კაციაშვილი და გურგენიშვილი ორი თვის წინ შვეიცარიაში ერთად ჩავიდნენ და  ლტოლვილებად ჩაბარდნენ.

 

 

">