“შეუძლებელია, 10-დან 1 ადამიანი გამოიკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო” – NDI-ს კვლევაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე , NDI-სთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს ეთანხმება.
გიორგი ვაშაძის მსგავსად, ხაბეიშვილიც მიიჩნევს, რომ NDI-ის ბოლო კვლევის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, შეუძლებელია საზოგადოებრივი აზრის გაგება.
“NDI არ არის ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ კვლევებს აკეთებს, ის აკეთებს საზოგადოებრივი განწყობების კვლევას, უნდა ვთქვათ, რომ ფანტასტიკურად. 10-დან 7-მა ადამიანმა უარი თქვა პოლიტიკურ გამოკითხვაზე და ამის პარალელურად, ვინც დათანხმდა, ანუ 10-დან 3, იქიდან კიდევ 2-მა პასუხზე განაცხადა უარი. შეუძლებელია, 10-დან 1 ადამიანი გამოიკითხო და საზოგადოებრივი აზრი გაიგო, ეს არ არის პოლიტიკური კვლევა,”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე – იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი