„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება

შენების მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ეკონომისტი თენგიზ შერგელაშვილი დაასახელა.

შენების მოძრაობამ“ რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს, დღეს თბილისის საარჩევნო გუნდი წარადგინა.

თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი 2012-2016 წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.

„ფორმირების პროცესში მყოფი „შენების მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებს განიხილავს სამარჩევნებიანი სამწლიანი პოლიტიკური ციკლის საწყის ეტაპად.

მოძრაობა ადგილობრივ არჩევნებში წარმატებასთან ერთად მიზნად ისახავს თანამოაზრეთა ფართო წრის შემოკრებას 2018 წლის გაზაფხულზე პარტიის დასაფუძნებლად და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად.

აღნიშნულ პოლიტიკურ ციკლში მოძრაობის მთავარი ამოცანაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება.

შენების მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ საზოგადოებას აქვს ქართულ პოლიტიკაში ევოლუციური გზით ეპოქალური ცვლილებების მოთხოვნილება და მზაობა.

ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა სახელმწიფოს მართვის სადავეებისკენ გზა გაეხსნათ სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციურ, პატრიოტ პროფესიონალებს და გზა გადაეკეტოთ კერძო ინტერესების მსახურ, ყველაფრისმკადრებელ პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს“, – აცხადებს შენების მოძრაობა.

">