“შეგროვდა თანხა, რომლითაც მამა თეიმურაზის ოჯახი ბინას იყიდის”

“შეგროვდა თანხა, რომლითაც მამა თეიმურაზის ოჯახი ბინას იყიდის”
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა მამა თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­სულ წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ერ­თი­ან­და და მა­შინ მისი გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა, ახლა გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.
თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძე ნი­ნოწ­მინ­დი­სა და სა­გა­რე­ჯოს ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი იყო, მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სო­ფელ ჩა­ი­ლუ­რის ტაძ­რის აღ­დგე­ნა­ში, იგი ამ ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რობს 2016 წლი­დან და მას შემ­დეგ ძა­ლი­ან შე­აყ­ვა­რა თავი სა­გა­რე­ჯოს მო­სახ­ლე­ო­ბას, თა­ვი­სი გულ­წრფე­ლო­ბით, უან­გა­რო შრო­მით, მრევ­ლი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და უსა­ზღვრო პა­ტი­ოს­ნე­ბით. სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­გა­რე­ჯოს წმინ­და დოდო გა­რე­ჯე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლეს.
რო­გორც ირ­კვე­ვა მო­ძღვა­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და, თა­ვად გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ქა­ლე­ბი მო­მავ­ლის­თვის“, ბორ­დის წევ­რმა, კომ­პა­ნია „გალფ ჯორ­ჯია“, ვი­ცეპ­რე­ზი­დენ­ტმა ნინო ჯიბ­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო და თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძის ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მი­ზა­ნი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ოჯა­ხის­თვის ბი­ნის შე­ძე­ნაა.
ცოტა ხნის წინ ჯიბ­ლა­ძემ ახა­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კამ­პა­ნი­ის შე­დეგ­ზე წერს:
“ათა­სო­ბით ჩა­რი­ცხვის და უსა­ზღვრო სი­კე­თის, ერ­თი­ა­ნო­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის შე­დე­გად შეგ­როვ­და თან­ხა, რომ­ლი­თაც მამა თე­ი­მუ­რა­ზის ოჯა­ხი იყი­დის ბი­ნას. ღმერ­თი, მა­მა­ოს უშუ­ა­ლო დახ­მა­რე­ბით, სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და თქვე­ნი მონ­დო­მე­ბით მხო­ლოდ. მად­ლო­ბა ყვე­ლა თეთ­რის­თვის, რო­დეს­ღაც იგ­რძნობთ სა­დღაც სა­ჭი­რო დღეს, რომ ეს სი­კე­თე ისევ თქვენ­თან მო­ვი­და…” – წერს ჯიბ­ლა­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე ტექნიკურ მთავრობაზე – სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, რასაკვირველია, შეუძლია გამოვიდეს სხვადასხვაა ინიციატივით – მე პირადად მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნებს

გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ახალს ვერაფერს იტყვიან, გარდა იმისა, რაც უცხოურ აგენტურას დღის წესრიგით აქვს გათვალისწინებული – უცხოურ ძალებს არ სურთ, საქართველოში ეროვნული ხელისუფლება იყოს!

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც უცხოურ ძალას საქართველოში ამოძრავებს – კონსტიტუციით, ზურაბიშვილს არავინ ეკითხება არც ქვეყნის მართვას და მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას

განათლების სამინისტრო – სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიმართლეს არ შეესაბამება