ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

„ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“ - ლეგენდარული მსახიობის ალენ დელონის შვილის მიერ გავრცელებული ვიდეო არქივიდან.

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება.

”ის გარდაიცვალა მშვიდად საკუთარ სახლში, სამი შვილისა და მისი ოჯახის გარემოცვაში”, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელსაც „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ალენ დელონს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.