„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელში ჩავარტყათ ბიძინა ივანიშვილს და ადგილზე გავაშეშოთ“

„დმანისის გადარჩენის ფონდში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები ფინანსთა სამინისტროს მიერ, აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხის შესყიდვას შეეცდებიან. მწვანე კონცხზე მდებარე ხის საწყისი ფასი 7 000 ლარია.

„მთელი ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო დაკავებულია იმით, რომ ხეები გამოაქვს ბიძინა ივანიშვილისთვის აუქციონზე და დღეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ 7 000 ლარად აპირებს მწვანე კონცხზე, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან სახელმწიფოს კუთვნილი ხის შესყიდვას. აქ არ არის ხეში საქმე, აქ არის მიდგომაში, სადაც ცხვირს შეყოფს ბიძინა ივანიშვილი, ყველგან სადაც შეყოფს ფეხს, ყველგან სადაც შეყოფს ხელს, ყველგან მოტყდება ხელიც, ფეხიც და ცხვირიც. იქ, სადაც არის სახელმწიფო საკუთრება, საზოგადოებრივი სიკეთე, ეროვნული სიმდიდრე  და ამას იტაცებს და იქ წავასწრებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელში ჩავარტყათ და ადგილზე გავაშეშოთ“,-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.

">