ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნები 2100 წლისთვის

ყველაზე ხალხმრავალ ქვეყნებთან და მოსახლეობის ზრდის მაღალ ტემპთან დღეს, ყველაზე ხშირად, აზიის რეგიონი ასოცირდება. თუმცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, რეგიონებს შორის ბალანსი, საუკუნის ბოლოსთვის, ნაკლებად მკვეთრი გახდება.
2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ათი ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნიდან ხუთი – ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, და ბანგლადეში – აზიაში მდებარეობდა. ორი სამხრეთ ამერიკაში, ერთი აფრიკაში და ერთიც ჩრდილოეთ ამერიკაში. გაეროს ახალი ანგარიშით, 2100 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნების ათეულში ოთხი აფრიკული სახელმწიფო მოხვდება: ნიგერია, ეთიოპია, ტანზანია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
ამის პარალელურად, აზიური ქვეყნების ნაწილი ზრდას განაგრძობს, თუმცა მოსახლეობის ზრდის ტემპი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე აფრიკული ქვეყნების შემთხვევაში. შედეგად, მოსახლეობის სიმჭიდროვით, აზიურ სახელმწიფოებს საუკუნის ბოლოსთვის აფრიკული ქვეყნები გადაასწრებენ. დიდი ალბათობით, მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება ჩინეთსა და ბანგლადეშშიც. ამ ორ ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონე და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა უკვე აისახა შობადობის მაჩვენებლის კლებაზე.
საინტერესოა ისიც, რომ 1950 წელს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყნებს შორის ოთხი ევროპული სახელმწიფო ხვდებოდა. 2020 წელს ეს ციფრი ერთ სახელმწიფომდე შემცირდა, 2100 წლისთვის კი, როგორც ნავარაუდევია, ნულამდე დავა.
გლობალურად შობადობის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს. თუმცა, ბოლო მონაცემებით, შობადობა ერთ ქალზე საშუალოდ 2.3 ბავშვს შეადგენს, რაც მსოფლიო მოსახლეობის ზრდისთვის საკმარისი მაჩვენებელია. გაეროს მკვლევრების შეფასებით, თუ შობადობის გლობალური მაჩვენებელი არსებული ტემპით განაგრძობს შემცირებას, 2100 წელს ის თითო ქალზე 1.9 ბავშვამდე ჩამოვა. შედეგად, მსოფლიო მოსახლეობაც რეალურად შემცირებას დაიწყებს.
ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნები 2100 წლისთვის:
forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გადავწყვიტეთ გაგვეყინა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“, ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი დონის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა – გაერთიანებული სამეფოს ელჩი