ყაზბეგში რუსეთის მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგში“  ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუზველზე, რუსეთის მოქალაქის მ.ხ-ს, მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული  გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი 88 ვაზნით და 9 ცალი სასიგნალო ვაზნით აღმოაჩინეს.

“საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  კრიმინალური პოლიციის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა”- აცხადებენ უწყებაში.

/</a></iframe>