ყაზბეგში ამომრეჩვლის აქტივობამ 37% შეადგუნა

ყაზბეგში ამომრჩევლის აქტივობამ 15:00 საათისთვის მოიმატა. ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 37%-მა გააკეთა. ყაზბეგის 29-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ციური ჩქარეულის განცხადებით, 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 1962-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

„მაღალი აქტივობით მიმდინარეობს არჩევნები, 1962 ამომრჩეველია უკვე 15:00 საათისთვის მისული საარჩევნო უბნებთან. არანაირი დარღვევა და საჩივარი არცერთ უბანზე არ შესულა. ასევე არ გვაქვს საჩივარი საოლქო-საარჩევნო კომისიაში“,-განაცხადა ჩქარეულმა.