15 აგვისტოს შუამავლებმა, აშშ-მა, ეგვიპტემ და კატარმა და ომის მხარემ, ისრაელმა მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მათ იმედი აქვთ, რომ რეგიონს უფრო ფართო ომს აარიდებენ.
ამის შესახებ განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, ჯონ კირბიმ.
AP-ის ცნობით, აშშ, კატარი და ეგვიპტე შეხვდნენ ისრაელის დელეგაციას დოჰაში.
შარშან 7 ოქტომბერს ისრაელის საზღვრისპირა არეალზე თავდასხმის საპასუხოდ, როცა 1200 ადამიანი დაიღუპა, და 250 მძევლად იქნა აყვანილი, ისრაელმა წამოიწყო ფართო სამხედრო ოპერაცია პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში.
15 აგვისტოს ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყებამ გამოაცხადა, რომ 10 თვიანი ომის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა.
მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის მიზნით შუამავლების გზით თვეების განმავალობაში მიმდინარეობს, მაგრამ მან ჯერ წარმატებას ვერ მიაღწია. ირანში ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაციად შერაცხილი) მეთაურის მოკვლის შემდეგ, რასაც ჰამასი ისრაელს აბრალებს, მოლაპარაკება 15 აგვისტოსმდე ვერ განახლდა.
ფორუმი