ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია – იენს სტოლტენბერგი

„მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ღაზასა და უკრაინაში ვითარება ბევრ საკითხში განსხვავებულია. არასოდეს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინას არასოდეს შეუტევია რუსეთისთვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო არაპროვოცირებული შეჭრა, ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა სხვა ქვეყანაში”, – აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩინეთის საკითხზეც ისაუბრა.
„ჩინეთი არ არის ჩვენი მოწინააღმდეგე. მივესალმები, რომ მოკავშირეები აწარმოებენ დიალოგს პეკინთან ორმხრივი ინტერესის საკითხებზე. ამავდროულად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ჩინეთის იძულების პოლიტიკის გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ნატო დარჩება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონულ ალიანსად, მაგრამ ჩვენი გამოწვევები გლობალურია, ამიტომ, ჩვენ გვჭირდება უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, მათ შორის ინდო-წყნარ ოკეანეში, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა