ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 100-ზე პროექტში 4.3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას შეხვდა, რის შემდეგაც გამართულ ბირფინგზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით. ჯამურად, ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა 4,3 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია  გააკეთა ჩვენს ქვეყანაში, საიდანაც მიმდინარე პროექტები მილიარდზე მეტია, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 1,8 მლრდ-ზე მეტის ინვესტიციები გააკეთა“,- განაცხადა ქუმსიშვილმა.

მსოფლიო ბანკის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი სირილ მიულერი, დღის მეორე ნახევარში, მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

">