არქივი12 იანვარი, 2025, 01:36
ქუთაისში სუპერმარკეტი გატეხეს

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე სუპერმარკეტი “გვირილა” გატეხეს. თვითმხილველების თქმით, ადგილზე ჩამსხვრეულია შუშები.
“რომ ჩამოვიარე ჩამსხვრეული მინები და ადგილზე პოლიცია დამხვდა, ვიკითხე რა მოხდა-თქო და მაღაზია გატეხესო, რა არის წაღებული მარკეტიდან, ჯერჯერობით უცნობია”, – ამბობს თვითმხილველი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.