ქუთაისში, კაფე-ბარში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ქუთაისში, კაფე-ბარ “სეზამის” დაცვის თანამშრომელი უცნობმა პირმა დაჭრა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მათი ცნობით, რამდენიმე პირი ბარში შესვლას საკუთარი სასმელით ცდილობდა, თუმცა ისინი დაცვამ არ შეუშვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ერთერთმა სტუმარმა დაცვის თანამშრომელი დაჭრა და მიიმალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

/</a></iframe>