ქეთევან ენუქიძე: მიქაუტაძე ღარიბაშვილის ჯგუფთან დაკავშირებული პირია და შეიძლება ღარიბაშვილზეც მიდიოდეს ხაზი

“მიქაუტაძე ღარიბაშვილის ჯგუფთან დაკავშირებული პირია და შეიძლება ღარიბაშვილზეც მიდიოდეს ხაზი” – ამის შესახებ ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელმა, ქეთევან ენუქიძემ რომეო მიქაუტაძის დაკავების თაობაზე საუბრის დროს განაცხადა.

მესამე სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის ხელბორკილების დადების ფაქტი “პირადი ანგარიშსწორების ნიშნებსაც” შეიძლება შეიცავდეს.

“ის ბრალდება, რომელიც მიქაუტაძეს წაუყენეს, იმავე წარმატებით შეიძლება წაუყენონ ნებისმიერ მაღალჩინოსანს, არამარტო მოადგილეებს, არამედ მინისტრებსაც და ვფიქრობ, ეს დროც დადგება” – თქვა ქეთევან ენუქიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები