ქართული სტარტაპები, რომლებიც მომხმარებლებს ხელოვნების ნიმუშებს სთავაზობენ

წარმოგიდგენთ ქართულ სტარტაპებს, რომლებიც მომხმარებლებს ხელოვნების ნიმუშებს სთავაზობენ.

FernY•ფერნი

FernY • ფერნი – ორი პროფესიის – ფლორისტიკის და მხატვრობის ერთმანეთთან შერწყმა. ბრენდის მიზანია შექმნას რაიმე ახალი, როგორც ფლორისტიკაში, ასევე მხატვრობაში და ორივეს ნაზავში. FernY • ფერნი ქმნის საქორწილო დიზაინს, კომპოზიციებს, ნახატებსა და ილუსტრაციებს, და სხვადასხვა ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს. სტარტაპი მუშაობს როგორც შეკვეთებზე, ასევე საკუთარ იდეებზე.

Levanccio Arts & Crafts

დიზაინერმა ეთო გზირიშვილმა და მხატვარმა ლევან კვარაცხელიამ, 2015 წელს დაარსეს კომპანია LEVANCCIO, რაც ლევანის მეტსახელია. მათი სპეციალობების – მხატვარი და დიზაინერი – გაერთიანებით, ისინი ქმნიან საინტერესო ნამუშევრებს, რომელთაც შემდეგ სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებთ.

EatSweetEat

Eatsweeteat არის ილუსტრატორი, რომელიც ხატავს ილუსტრაციებს პოსტერებისთვის, სტიკერებისთვის და წიგნებისთვის. პროდუქცია იყიდება, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე Flea market-ზე, Christmas market-ზე და ა.შ. ნამუშევრების შესრულების ტექნიკა: შავი ტუში და ფლომასტერები.

Humanoid

ბრენდი „ჰუმანოიდი“ სამი წელია არსებობს, ის მუშაობს სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე. პირველი პროდუქტი იყო ხელნაკეთი ბლოკნოტები, შემდეგ დაიწყო ტყავის ჩანთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები. პროდუქციის 80% მზადდება ხელით და ნატურალური მასალებისგან. ბრენდი ძიების პროცესშია, ის ეძებს მისთვის ადეკვატურ მასალას და დიზაინს, ავითარებს ხარისხს, ატარებს ბევრ ექსპერიმენტს, ბრენდი ცდილობს, ქართული ბაზარი შეავსოს ხარისხიანი პროდუქციით, გამოიყენოს არსებული კულტურის ელემენტები და მოარგოს თანამედროვე ესთეტიკას. ჰუმანოიდი ემზადება თავის პროდუქცია გახადოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრისთვის.

Kvachi

კვაჭი ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია. უკვე დიდი ხანია ამ სფეროში საქმიანობს და ბევრი საინტერესო პროექტი დაუგროვდა. კვაჭი ქმნის პოპ-სურეალისტურ ილუსტრაციებსა და პატერნის დიზაინებს, რომლებსაც შემდეგ იყენებს სხვადასხვა ბეჭდვითი პროდუქტის შესაფუთად.

#სტარტაპერი #გვეამაყები

[R]

">