“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა პირველ სექტემბერს გახდება ცნობილი

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჯერ არ ასახელებს,  თუ როგორ იქნება დაკომპლექტებული მაჟორიტარების სია,  არ სახელდება საკრებულოს თავმჯდონარეობის კანდიდატის ვინაობაც.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მხოლოდ პილიტსაბჭოს პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება.

“პირველ სექტემბერს, 11.00 საათზე არის ჩანიშნული პოლიტსაბჭო, იქნება განხილვა, შესაბამისად მოხდება კანდიდატურების დამტკიცება და 20.00 საათზე  გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ წარდგენა და გაიცნოთ ყველა ის კანდიდატი, რომელიც იქნება პარტია “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარებად”,-აღნიშნა კალაძემ.

 

">