ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცაგერის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ -პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის თემის სოფლების: ზედა ორბელის, ქვედა ორბელის, ლაჯანასა და წილამიერის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რეგიონის კოორდინატორი- ქრისტინე და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი -ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მსგავსმა სახელმწიფოებმა თავი უნდა დაიცვან საგარეო ჩარევისგან, ეს არ არის მარტივი. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ზეწოლა დიდია და ეს სწორედ სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიიდან მომდინარეობს – ჯეფრი საქსი

ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ