„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, წალკის რაიონის სოფლების: არვალნოს, გუმბათისა და არწევანის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში უკვე განხორციელებული პროექტები.
“შეხვედრებზე მოსახლეობა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია და სწორედ, მათი სწორი ხედვის გათვალისწინებით მჯერა, რომ წალკის მოსახლეობა 26 ოქტომბერს თავის სათქმელს იტყვის და ერთად გავიმარჯვებთ. მე კი, ვიქნები ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება მათი ინტერესების დამცველი!”,-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, წალკის მუნიციპალიტეტის მერი- ილია საბაძე და საკრებულოს თავმჯდომარე – ირაკლი გიგინეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე