ქართული ანიმაციური ფილმი “ჯინო” ინდოეთში გრან პრის მფლობელი გახდა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “ჯინოინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა. იგი ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ჯინო” პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.
">