ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ 1 Tv-ი წერს,

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის წევრი 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

პარიზში მიმდინარე შეჯიბრზე ნადარეიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკი რუსტამ ასაკალოვი დაამარცხა.

">