ქართველმა მორაგბეებმა კანადელები ანგარიშით 54:22 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეებმა კანადის ნაკრები ანგარიშით 54:22 დაამარცხა. შეხვედრაზე, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, ლელოები სოსო მათიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ, ლევან ჩილჩავამ, მერაბ შარიქაძემ და კახა ასეიშვილმა დადეს.

ნოემბერში ეროვნული ნაკრები სულ სამ ტესტ-მატჩს გამართავს. კანადასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები  ერთერთ ძლიერ მეტოქეს, იელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.