ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ  დამწვრობის ცენტრი, ექიმმა მერაბ ჯანჯღავამ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდება ინტენსიტური თერაპიული მკურნალობა.

„შემოყვანილია 30 წლის მამაკაცი, თავისივე გადმოცემით დამწვრობა მიიღო სახლში, აირის აფეთქების შედეგად. აღენიშნება სხეულის 45%-ის დამწვრობა, ასევე სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება, ზოგადი მდგომარეობა შეფასებულია მძიმედ, მოთავსებულია რეანიმაციის განყოფილებაში, უტარდებ ინტენსიური თერაპიული მკურნალობა“,-განაცხადა მერაბ ჯანჯღავამ.

ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება მოხდა.   თვითმხილველი ადგილობრივების  თქმით, აფეთქება გაზზე მომუშავე წყლის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. მათივე განცხადებით, 1 ადამიანი, რომელიც აფეთქებისას სახლში იმყოფებოდა, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე  სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია არის მობილიზებული. აფეთქებას კედლის ჩამონგრევა მოჰყვა.

/</a></iframe>