ქაბულში ტერორისტულ აქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტულ აქტს 24 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 42 – დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქდა ავტობუსი, რომელსაც მაღაროების სამინისტროს თანამშრომლები გადაჰყავდა.

აფეთქება ქალაქის შიიტურ ნაწილში მოხდა და მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.

/</a></iframe>